logo
ENG



საპატრიარქო: ბაგრატის ტაძარში "პატრიოტების" წარდგენა ეპარქიასთან არ შეთანხმებულა

02 სექ 202014:00
3 წუთის საკითხავი
 
nz26opjvwy3skw3.jpg

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ბაგრატის ტაძარის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველთან შეხვედრა, რომელიც ტაძრის ეზოში გაიმართა, ეპარქიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

"როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას.

ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება", - დაწერა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქზე. 

პატრიოტთა ალიანსი ამომრჩეველს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში 1-ლ სექტემბერს შეხვდა. 


close დახურვა